წესები და პირობები
მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომელსაც ბაზაში hippo.ge ინახავს გახლავთ პიროვნების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, ხოლო დამატებით მისამართის შენახვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ შეძენილი ნივთის საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით. ზემოაღნიშნული მონაცემების შენახვა hippo.ge-ს სჭირდება ორი ტიპის მომსახურების გაწევისთვის: პირველი, შეძლოთ ბარათით ყიდვის განხორციელება. მეორე, დაგეხმაროთ საგანვადეებო განაცხადის შევსებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარანტირებულია პირადი მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება, რადგან hippo.ge იყენებს გერმანულ სერვერ ,,ჰეზერს“. დაუშვებელია პირადი ინფორმციის სხვა, მესამე პირზე გაცემა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც ითვალისწინებს საბანაკო ტრანზაქციებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებს.
მომხმარებლის მიერ წესებზე და პირობებზე დათანხმების შემდეგ hippo.ge იტოვებს უფლებას პიროვნების პირადი მონაცემები გადაუგზავნოს კომპანიის მომსახურე ბანკს, რათა წინამდებარე ორგანიზაციამ მოახდინოს მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. ასევე hippo.ge ავალდებულებს პიროვნებას, რომ საიტზე მუშაობის დროს, გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი პირადი მონაცემები, რათა თავიდან ავირიდოთ მესამე პირის მონაცემების ბოროტად გამოყენების საშიშროება.
hippo.ge იტოვებს უფლებას, გადაამოწმოს მომხმარებლის IP მისამართი და ოპერატორთან საუბრის შინაარსი თუ მოხდება სხვისი მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენება.
საბარათე მონაცემები
საბარათე მონაცემებს არ ინახავს hippo.ge ბარათით ყიდვის ან განვადების დროს. მომხმარებელი პირდაპირ გადამისამართდება მის მიერ წინასწარ შერჩეულ მომსახურე ბანკის ვებ გვერდზე.
სხვა ინფორმაცია
hippo.ge უკეთესი მომსახურებისთვის იყენებს მსოფლიო სტანდარტის ელექტრონულ ხელსაწყოებს:
FB Pixel – რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ იინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულად Facebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ ცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში.
Google Analytics – დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციას ე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ჩვენ არც ამ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და ის თავიდან ბოლომდე Google-ის დაქვემდებარებაშია.
წინამძღვრები და პირობები
hippo.ge გახლავთ ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია.
hippo.ge სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხმარებელთან იგზავნება წინასწარ შემოწმებული ნივთები.
გადახდის მეთოდები
hippo.ge-ს მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს, როგორც საბანკო გადახდით, ისე კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს hippo.ge-ს პარტნიორი ბანკების განვადების პირობებით და ასევე ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით.
ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ.
ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში hippo.ge იტოვებს უფლებას ნივთის თვითღირებულება გაზარდოს 4%ით.
განვადების დამტკიცების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე.
განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, მომხმარებელი თანმობას აცხადებს, ბანკის მიერ hippo.ge-სთვის, თანხის გადარიცხვაზე.
hippo.ge-ს ვალდებულებები:
მომხმარებლისთვის ნივთის ვერ მიწოდების შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან hippo.ge-ს მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
შეკვეთის მიღება
დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს ნივთის მონიტორინგი, რა დროსაც ზუსტად მოხდება პარამეტრების და მონაცემების გდამოწმება/შედარება საიტზე განთავსებულ ინფორმაციასთან.
თუ მომხმარებელი ნივთს იბარებს შეუმოწმებლად და არ აცხადებს პრეტენზიას დაზიანების ან სხვა ცდომილების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ნივთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში.
დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
hippo.ge ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
ორივე მხარე (დამკვეთი და კომპანია) ვალდებულია პირნათლდ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
hippo.ge-ს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლის პოლიტიკა
პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების გათვალისწინებით:
ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.
პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობის სრული აუნაზღაურებით
წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.
შეცვლას არ ექვემდებარება პროდუქცია:
თუ მომხმარებლის მიერ მოხდა ნივთის დაზიანება და წუნი არ ითვლება ქარხნულად.
დაბრუნების პირობები
მომხმარებელს შეკვეთის გაუქმების უფლება აქვს, ნივთის ჩაბარებამდე, ხოლო დაბრუნების უფლება-მხოლოდ და მხოლოდ ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში 14 კალენდარული დღის ვადაში. მომხმარებელმა უნდა მოახდინოს ნივთის დაბურნება 10 კალენდარულ დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთი აღარ ექვემდებარება დაბრუნებას.
მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარულ დღეში მოახდინოს მომცმარებლისთვის თანხის ანაზღაურება ან განვადების გაუქმება.
პრეტენზიები და დავები
პრეტენზიის შემთხვევაში hippo.ge და მომხმარებელი ვალდებულნი არიან ნებისმიერი წარმოქმნილი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მოახდინონ ურთიერთ შეთანხმება, სხვა შემთხვევაში მოსარჩელე მხარის არჩევანის საფუძველზე, წარმოქმნილი უთანხმოება გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
hippo.ge-ს გვერდზე პროდუქტი, რომელსაც დასახელებაში არ აქვს მითითებული ბრენდი ნაწარმოები და იმპორტირებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.