032 268 08 88 [email protected]

კორპორატიული კლიენტები

AltaOkey

კომპანია "ალტა" დაფუძნდა 1997 წელს. კომპანიამ თავისი საქმიანობა განავითარა ოთხი ძირითადი მიმართულებით: საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კორპორატიული კლიენტების მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა და ქსელების პროექტირება და მონტაჟი. დღეს "ალტა" ლიდერია საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების, აქსესუარებისა და ქსელური მოწყობილობების საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ICR

„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 700-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის ევროპულ ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Array-Tommorow

საერთაშორისო კომპანია "ARAY Tomorrow" საქართველოში 2006 წელს შემოვიდა და დღემდე წარმატებით განახორციელებს საქმიანობას. საქართველოში წარმოდგენილი სავაჭრო ქსელი სპეციალიზირდება ევროპული, აზიური და ამერიკული ბრენდების იმპორტითა და რეალიზაციით.

Finca Bank

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

GPI Holding

2013 წლის მონაცემებით ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 23%-ს აკონტროლებს. კომპანიას უკვე 240 000-მდე დაზღვეული ჰყავს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომლებსაც 12 საავადმყოფო ემსახურება 12 რეგიონში. ჯიპიაი ჰოლდინგი გამოირჩევა ინოვაციური გადაწყვეტილებებით და მრავალ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე ოთხჯერ შეძლო საუკეთესო კომპანიის სტატუსის მოპოვება და დაჯილდოვდა ოქროს ბრენდის ნომინაციაში როგორც რჩეული სადაზღვევო კომპანია.

Super

“სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში. „სუპერი“ არაერთი მსოფლიო ბრენდის (Luminarc, Brabantia, TVS, Hasbro, Lego, etc) ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია. კომპანია “სუპერი“ 1990 წელს „თიბისი ჯგუფის“ მიერ დაარსდა, 1998 წლიდან კი დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. 2004 წლიდან კომპანიამ გაფართოვება დაიწყო და თბილისში კიდევ ორი მაღაზია გახსნა. დღეს „სუპერს“ ქვეყნის მასშტაბით 17 საცალო მაღაზია აქვს.