032 2 680 888 [email protected]

ჩვენ შესახებ

 

სააქციო საზოგადოება HIPPO დაარსებულია საერთაშორისო კორპორაცია ICR-ისა და სხვა ქართველი და უცხოელი ინვესტორების მიერ.

HIPPO არის უპრეცედენტო სერვისი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ყავს. ის გთავაზობთ საყოფაცხოვრებო, ციფრული და სპეციალური ტექნიკის, ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტის ერთიანი წესით ყიდვას, იჯარას, იჯარას შესყიდვით, HIPPO განვადებას და საბანკო განვადებას.

ნივთების ყიდვა ან იჯარით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიაში HIPPO.GE.

 

HIPPO სერვისები

 

იჯარა შესყიდვით

იჯარა შესყიდვით არის განვადების ალტერნატიული სერვისი, იმ განსხვავებით, რომ თქვენ შეგიძლიათ ნივთი 3 თვის შემდეგ დააბრუნოთ და მოიხსნათ ფინასური ვალდებულება. ნივთი თქვენი საკუთრება გახდება, თუ იჯარის საფასურს არჩეული პერიოდის ბოლომდე გადაიხდით ან ვადაზე ადრე გამოისყიდით.

  • შემოსავლების არასტაბილურობის პირობებში.
  • გინდათ რომ იყოთ მოქნილი, ნებისმიერ დროს შეცვალოთ გადაწყვეტილება და გამოითავისუფლოთ თანხა.
  • არ ხართ დარწმუნებული გსურთ თუ არა ნივთის ბოლომდე დატოვება, მაგალითად არ ხართ დარწმუნებული რა პერიოდით იცხოვრებთ ნაქირავებ ბინაში.

 

იჯარა

ნივთებით სარგებლობა შეგიძლიათ რამდენიმე დღის, კვირის ან თვის განმავლობაში.

  • თუ გაქვთ წვეულება შეგიძლიათ გარემო ახალი ავეჯით, მუსიკალური ტექნიკით ან სხვა ნივთებით მოაწყოთ.
  • ქირაობთ ბინას ან აგარაკს და გინდათ, რომ დროებით საცხოვრებელში ისე იგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში.
  • გაქვთ რემონტი და არ გსურთ ხელსაწყოებში ზედმეტი დანახარჯი გაწიოთ.
  • მიდიხართ სამოგზაუროდ და გინდათ, რომ დაუვიწყარი წუთები მაღალი ხარისხის ფოტო, ვიდეო ან მოძრაობის კამერით აღბეჭდოთ.

 

HIPPO განვადება

  • მტკიცდება რამდენიმე წუთში.
  • არ მოითხოვება შემოსავლების დამადასტურებელი საბუთები.
  • უთითებთ მხოლოდ ძირითად ინფორმაციას თქვენ შესახებ.

 

ყიდვა

თუ გინდათ შენაძენი სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ, აარჩიეთ პროდუქტი ონლაინ მაღაზიაში HIPPO.GE და მიიღეთ ის სასურველ მისამართზე.

  • ჩვენთან შეძენილი პროდუქტი ღირს იგივე, რაც ჩვენ პარტნიორ მაღაზიებში.
  • ნივთებზე ვრცელდება მომწოდებლის გარანტია.